თბილისის ერთ-ერთ სავადმყოფოში ექიმის ცემის საქმეზე კაცი დააკავეს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმისთვის 1993 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ.-მ თბილისში, კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომელსაც ბადრაგი იცავს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა 5 იანვარს მოხდა დაშავებულ ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: