სალომე ზურაბიშვილმა ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცა

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალილოს მონაწილეებს შობა მოულოცა და მათ ტკბილეული გადასცა.

“გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. მე მოხარული ვარ, რომ ამ სასახლესთან პირველად გამოიარა ალილომ, მგონია, რომ ეს არის კარგი ტრადიცია. ქრისტეშობის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს და პირადად თქვენ, ჟურნალისტებს, რომლებიც ხშირად სიცივეში აქ მელოდებით ხოლმე, გილოცავთ კიდევ ერთხელ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საშობაო მსვლელობა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. შობის დაწყებამდე, კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გავრცელდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: