„ჯანდაცვის სისტემა მორღვეულია, ექიმები ყურადღებას არ აქცევენ პაციენტებს, წამლების მაფია აღორძინდა“

Nusagi

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემაში სრული კრახია და წამლების მაფია აღორძინებულია. ამის შესახებ ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჯანდაცვის სისტემა მორღვეულია, ექიმები ყურადღებას არ აქცევენ პაციენტებს, წამლები არაა, პირიქით წამლების მაფიაა აღორძინდა, პაციენტებს თავიდან იშორებენ საავადმყოფოები აგზავნიან სხვა კლინიკაში, ისინი კიდევ სხვა კლინიკაში და ა. შ.

სრული კრახი. წარმოგიდგენიათ რომელიმე მეზობელმა სახელმწიფომ ომი, რომ დაგვიწყოს ამ ჯანდაცვის სისტემით რა დღეში ჩავვარდებით?! პატრონი არ ყავს ქვეყანას. რატომაა უმოქმედოდ ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ არ მუშაობს ეფექტურად პრემიერ-მინისტრის სამსახური!!!!!!“,-წერს შალვა ხაჭაპურიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: