გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო

Nusagi

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი. ინფორმაციას ადასტურებენ გენერალურ პროკურატურაში.

„გიდასტურებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: