გრიპის ვირუსის გამო ბაღებსა და სკოლებში ზამთრის არდადეგები შესაძლოა, გახანგრძლივდეს

Nusagi

ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, ამ დრომდე გრიპის ვირუსით ქვეყანაში 10 ადამიანია გარდაცვლილი. ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, პირველივე სიპტომების შემთვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, არსებობს ალბათობა, რომ ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს.

გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, მიმდინარე კვირას ავადობის დინამიკაზე დაკვირვების შედეგად მიიღებენ.

„ლაბორატორიულად დღეისთვის დადასტურებულია 162 შემთხვევა. სამწუხაროდ, იქ სადაც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, დღეისთვის 10 გარდაცვლილია. დავაკვირდებით ამ კვირაში ავადობის დინამიკას და ამის მიხედვით შემდგომ ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას,“ -განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: