ქუთაისში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

Nusagi

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის 19 ნომერში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ დაახლოებით ერთი თვეა, სასმელ წყალს უცნაური გემო აქვს.

„თავიდან არ ვაქცევდით ყურადღებას, მაგრამ ახლა ისე გამძაფრდა გემო, წყალს ვერ ვსვამთ. მთელ ქუჩაში ეს პრობლემაა, წყალს ვერ ვსვამთ. მოგვაქციონ ყურადღება,“ – აცხადებს მოსახლეობა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიის მობილური ჯგუფი ადგილზე მივა და მდგომარეობას გაეცნობა.

Facebook Comments
%d bloggers like this: