ბატონებო, ამდენი „პრიუსის“ ტაქსის შემოყვანას, სასწრაფოს მანქანები რომ შემოიყვანოთ არ თვლით საჭიროდ?

Nusagi

მაკა ჭაჭიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბოლო დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის ირგვლივ კითხვის ნიშნებს სვამს.

„კარგია, რომ ხმარობენ და მაგ კუთხით დავიხვეწეთ პირბადე რომ ვიხმაროთ, ეს კულტურაა მაგრამ, აქ ბევრი ჩივის, პირბადე საკმარისი არ არისო და, დიდი პრობლემაა დამზადება? მე რომ მკითხოთ ამ დროს უფასოდ უნდა დაურიგდეს ყველას და სავალდებულოც უნდა გახდეს ხმარება, ხარ თუ არა დაინფიცირებული.

იმაზე მეტად სავალდებულო, სიგარეტს ხის ქვეშ მოწევ, თუ ბუჩქის ძირას მოიწონებ თავს ნაზი იასავით – ეს ერთი!!

ახლა მეორე და ყველაზე მთავარი : სასწრაფო დახმარების მანქანებიც რომ დეფიციტშია არაუშავს? 2 კვირის წინ საღამოს 8 საათზე გამოვიძახე და ღამის 2 საათზე მოვიდა…. ღამის 2 საათზე!  უფრო მეტიც, ექიმმა მითხრა, რომ 20 წუთის წინ შემოვიდა თქვენზე ცენტრიდან გამოძახებაო!!

მთავარია, მკითხეს, რა ასაკის ვიყავი, 80 წლის რომ ვყოფილიყავი 2 საათზეც რა ეჩქარებოდა…  მეც არ დავაყოვნე პასუხი და ამოვილუღლუღე გულშეწუხებულმა, რომ დღეს ამდენის ვარ და თუ დროზე არ მოვა სასწრაფო, ხვალის მერეც ალბათ, ამდენივე წლის დავრჩებითქო….😪

გადის ერთი კვირა, სტუმარი გამიხდა ცუდად, რა თქმა უნდა ისევ 112-ს მივმართე, მაგრამ ასე თუ ისე, კიდევ კარგი,  დილეტანტი არ ვარ მაგ საქმეში და მე თვითონ გავუწიე პირველადი დახმარება!!…. ნუ მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის სასწრაფო დღემდე არ მოსულა…..კიდე გზაშია🙄

 გასაგებია ბატონებო, რომ ყველასთან არ და ვერ დააგვიანებს, ვიღაცასთან პირველიც მივა, ვიღასაცთან მეორე, ვიღაცასთან 5 წუთში, ვიღაცასთან 10 წუთში, მაგრამ, ჩემნაირმა მეასემ ან მეორასემ რა დააშავა??
ანუ, ვინც არ უნდა იყო შენ! ვისაც გეხება! მინდა გთხოვოთ, მოგთხოვოთ, მოგმართოთ, თუნდაც გიბრძანოთ…..მილიონი კომპანია რომ არის ტაქსების და თან ტაქსი ძვირდება, ამდენი პრიუსის შემოყვანას სასწრაფოს მანქანები რომ შემოიყვანოთ არ თვლით საჭიროდ? ნუ ვიცი რომ სასწრაფოს საბოლოოდ შესყიდვა არცერთ მძღოლს არ უნდა მაგრამ…..(

ან კიდევ, დავიჯერო თითო გოჯა მიწა აღარ დარჩა თბილისის ყველა რაიონში ან გასაყიდი, ან გასაჩუქებელი, ან ჩამოსართმევი, ან ძალით წაართვით ბოლო ბოლო ვინმეს ერთი ,,საგარაჟე” ადგილი, ამ აყუდებულ კორპუსებს რომ აშენებენ, ყველა რაიონში დაამატოთ სასწრაფო დახმარების სადგურები არ მოსულა?!!.. კარგი ექიმები რომ ბევრი გვყავს ბევრი, მაგრამ დაუსაქმებელი ამაზე ვთანხმდებით……

ხო ეს მინდოდა მეთქვა, არა მე კიარ ვთქვი ეს, რომ მანქანები არ ყავთ, თვითონ ის ექიმები ამბობენ, მაგათ რას ვერჩი…. 5 თეთრიც რომ არ აღმოაჩნდებათ ხოლმე ხანდახან ჯიბეში ლიფტისთვის და გასაოთებულ-აქლოშინებულ-დანჯღრეულები რომ ძლივს მოგიკაკუნებენ 5 საათის მერე! 😟

რა ვიცი…რამე არასწორად და ახალი ვთქვი? ვთქვათ, ვთქვათ, ხო შევთანხმდით რომ უნდა გამოვსწორდეთ… თორემ ბავშვი ვერ გაიზრდება ისე, თუ არ უჩქმიტე ხანდახან ,,ტაკოზე” და არ წამოიტირა….ერთ მშვენიერ დღეს არ ისწავლება ყველაფერი“,-წერს მაკა ჭაჭიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: