გერმანიაში დააკავეს სტუდენტი, რომელიც საშობაო კალენდრის პრინციპით პოლიტიკოსების მონაცემებს აქვეყნებდა

Nusagi

გერმანიაში დააკავეს 20 წლის ჰაკერი, რომელიც ეჭვმიტანილია გერმანელი პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების პირადი მონაცემებისა და მიმოწერების გასაჯაროებაში.

ამის შესახებ ჟურნალი Spiegel-ი იუწყება. Spiegel-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცენტრალური ჰესენის სტუდენტია, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

წინასწარი მონაცემებით, ის უცხოურ სპეცსამსახურებთან არ იყო დაკავშირებული. სამართალდამცველები აპირებენ, ეჭვმიტანილის ქმედებების შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ „ციფრული კვალის“ მეშვეობით, რომელიც სავარაუდოდ, ეჭვმიტანილმა ინტერნეტში დატოვა. სტუდენტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა მან თავისი კომპიუტერის განადგურება მოასწრო.

დეკემბერში ჰაკერმა თავის „თვითერზე“ საშობაო კალენდრის პრინციპით გამოაქვეყნა გერმანელი ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკოსების პირადი მონაცემები. ყოველდღე, 1-და 24 დეკემბრის ჩათვლით, ის აქვეყნებდა ამ ადამიანების ტელეფონის ნომრებს, მისამართებსა და მიმოწერებს. ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ პოლიტიკოსები ყველა პარტიიდან, გარდა ულტრა მემარჯვენეებისა. კერძოდ, ჰაკერმა გამოაქვეყნა ანგელა მერკელისა და გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მონაცემები.

ფედერალური უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია.

Facebook Comments
%d bloggers like this: