„ეპიდემია არ გვაქვს“ – დავით სერგეენკო გრიპის ვირუსზე

Nusagi

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. დავით სერგეენკოს განცხადებით, პიკური მდგომარეობა 277 დაფიქსირებული შემთხვევა იყო, ამ ეტაპზე კი კლების ტენდენცია შეიმჩნევა, მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმართვიანობამ იკლო

“ყველაზე პიკური გვქონდა 277 და ახლა არის 256 რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია არ გვაქვს. ეპიდემიის ცოდნა საჭირო არის ჯანდაცვის სისტემისთვის რომ შესაბამისი პროტოკოლი აამოქმედოს. ტამიფლუს მარაგებს, ის რაოდენობას ასევე საერთაშორისო პროტოკოლი განსაზღვრავს თუ რა ავადობაზე რა რაოდენობა უნდა გვქონდეს, ჩვენ ეს მარაგები გვაქვს და იმ დღეებში, როდესაც სააფთიაქო დეფიციტი შეიქმნა, ჩვენ გავუნაწილეთ კიდეც მათ,”-აცხადებს დავით სერგეენკო.

Facebook Comments
%d bloggers like this: