ვაკეში სასწრაფოს მანქანა ადამიანების ჯგუფს დაეჯახა – გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი

Nusagi

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობის მიმდებარედ ჯიხურს დაეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: