კრიმინალი

ისრაელში ქართველი მოკლეს

ისრაელში ქართველი ბიჭი მოკლეს. შემთხვევა პირველ იანვარს მოხდა. მოკლული 31 წლის მიშიკო წიკლაურია, რომელიც ისრაელის მოქალაქე იყო.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, დანაშაული, სავარაუდოდ, ქართველმა ემიგრანტმა ქალმა ჩაიდინა, რომელიც მკვლელობამდე მამაკაცს აშანტაჟებდა და მასზე დაქორწინებას ითხოვდა.

წიკლაურის ოჯახს ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და სახელმწიფოს გადმოსვენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვს.

როგორც imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

Facebook Comments