პოსტები სოციალური ქსელიდან

სადა ვთქვა მერე-კერასინკაგამოვლილი ქალი 21-ე საუკუნეში გრიპმა მომკლა-თქო?

 

ადრე რო პარიკმახერი იყო და ეხლა სტილისტი ქვია
მკერავს რო დიზაინერი
ბებიაჩემის რეცეპტში რო შუ ერქვა და ეხლა პროფიტეროლი რო ქვია
ახალ ამბავს ნიუსი
☺️
და გააგრძელეთ რა ვიცი კიდე, ტანკლი-ცუნკლები…
აეგრე ქვია ამ გრიპსაც …. (ღორი, ქათამი, ეიჩ-ერთი…)
ნუ რაც ქვია. 
რომ არა ტელევიზია, სოცქსელი და “ჟურნალისტები”, არც ეს ამბავი გახდებოდა ასეთი საპანიკო.
ადრე რომ ფრთხილობდით და ამის თავიდან ასაცილებლად რამე-რუმეებს იტარებდით და ეხლა რომ პრევენცია ქვია, აეგ გააგრძელეთ და გულებს ნუ უხეთქავთ ერთმანეთს. 
თუმცა ყველაზე დაცულ ადამიანსაც კი არ აქვს გარანტია რომ ვირუსი არ შეხვდება. 
ამიტომ მოდუნდით და მიიღეთ მეტი ორაყი, ნიორი, ლიმონი, მალინა… 
ვისაც ბავშვი ყავს ავად, ვიცი რომ სულაც არ ეღლიცინება ამ თემაზე და ღმერთმა ყველა პატარა მალე გამოაჯანმრთელოს ❤️
და ჩვენ, 90-ებგამოვლილმა დიდებმა ცოტა მორიდება ვიქონიოთ 😁🤦‍♀️დუბლიონკებით რო გვეძინა და შუქის მოსვლაზე გულები მიგვდიოდა…
კარგით რაა 
რა გრიპი…. 
მაშინ გადავრჩით ხაალხოო!! რა ტამიფლუ, ანალგინის გამო ფეხით წავედი ერთხელ ვაკიდან ვარკეთილში! 😁😁🤦‍♀️
სირცხვილით სადა ვთქვა მერე-კერასინკაგამოვლილი ქალი 21-ე საუკუნეში გრიპმა მომკლა-თქო? 
ნუ გეშინიაათ! ნუუ!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ექიმი, ნინო ახობაძე

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni