თურქმენები პრეზიდენტის ჭაღარის გამო, ვალდებულნი არიან, მისი პორტრეტები შეცვალონ

Nusagi

თურქმენეთის სკოლები, საავადმყოფოები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, ქვეყნის პრეზიდენტის, გურბანგულ ბერდიმუხამედოვის ახალი პორტრეტები შეიძინონ, რომლებზეც ის ჭაღარა თმით იქნება გამოსახული. ამის შესახებ „რადიო აზატლიკი“ იუწყება.

ძველ პორტრეტებზე ბერდიმუხამედოვი შავით თმებით იყო გამოსახული. ახლა თურქმენეთის ლიდერს თმებში ჭაღარა გაუჩნდა და გამოცემის ცნობით, დაწესებულებებს მოუწევთ 5 მანათად მისი ახალი პორტრეტები შეიძინონ. ბერდიმუხამედოვის პორტრეტები უნდა ეკიდოს სკოლებში, საავადმყოფოებში, სამართალდამცავ უწყებებში, სპორტულ ობიექტებში, აეროპორტებსა და თვითმფრინავების სალონებში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე, პოლიციის თანამშრომლებმა საცხოვრებელ სახლებში ჩაატარეს რეიდები პრეზიდენტის პორტრეტების არასათანადო გამოყენების აღმოჩენის მიზნით. კერძოდ, ძალოვნები ტუალეტებში ეძებდნენ გაზეთებს, რომლებზეც პრეზიდენტის პორტრეტები იყო გამოსახული.

დამრღვევებს სამსახურიდან გათავისუფლება და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: