პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე დაკითხა

Nusagi

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ,,თიბისი ბანკის” საქმეზე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე დაკითხა.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა „თი ბი სი ბანკიდან“ დოკუმენტაცია გამოითხოვეს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თი-ბი-სი“ ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

Facebook Comments
%d bloggers like this: