ჯანდაცვა

ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასების დაწევა დაიწყეს

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც, „ფორტუნას“ „ავერსის“ და „პსპ“-ს სააფთიაქო ქსელში უდასტურებენ, რომ წამლის ფასი თავდაპირველად მაღალი იყო.

“ავერსის“ და “პსპ”-ს აფთიაქებში “ტამიფლუს” ფასი ამჟამად 68 ლარია.

ორივე სააფთიაქო ქსელში წამლის მარაგი შევსებულია.

ცნობისთვის, მედიკამენტ “ტამიფლუს” 10 კაფსულის ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობდა.

Facebook Comments