Uncategorized სოციალური ქსელები და მედია

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა. თურგაი ველიზადე, საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით მან დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სარეჟისორო ფაკულტეტი. თურგაი ველიზადე, თბილისის აზერბაიჯანული თეატრში დაარსების დღიდან მუშაობს მსახიობად და რეჟისორად. მას, დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი, როგორც თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე, ასევე პოლონეთისა და ლიტვის სხვა და სხვა ქალაქებში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. ბაქოს, ლიტვისა და თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში და დაჯილდოებულია წლის საუკეთესო რეჟისორის წოდებით. თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საბჭოს რეკომენდაციით დაინიშნა.

Facebook Comments