რუსეთი საჰაერო საზღვრის დარღვევისთვის მგზავრებით სავსე სამოქალაქო თვითმფრინავებს ჩამოაგდებს

Nusagi

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან, მგზავრებით სავსე სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდებაზე ნებართვა იქნება გაცემული. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროექტზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა აზუსტებს, რომ თვითმფრინავს ცეცხლს იმ შემთხვევაში გაუხსნიან, თუ ლაინერი იმ მომენტში ვარდება და არსებობს საშიშროება, რომ წარმოიშვება ეკოლოგიური კატასტროფა, დაიხოცოს ხალხი, ან განადგურდეს სტრატეგიული ობიექტები. საუბარია ლაინერებზე, რომლებიც არასაფრენ ზონაში შევლენ. ამასთან, თვითმფრინავის განადგურებამდე, პილოტს გააფრთხილებენ მოსალოდნელ შედეგებზე და ეცდებიან, საჭიროების შემთხვევაში, აედევნონ და დააკავონ. თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ზომები იდენტურია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში არსებული წესებისა.

Facebook Comments
%d bloggers like this: