პოსტები სოციალური ქსელიდან

დიდი ხნის წინ, როცა სახლებში სიცივე იყო, ერთი შეცდომა დავუშვი და ახლა უნდა გაგიმხილოთ..

დიდი ხნის წინ, სანამ მასიურად გაკეთდებოდა ცენტრალური გათბობა თუ რაც ჰქვია, აი მაშინ დიდი შეცდომა დავუშვი. სულ გულში მქონდა, ეხლა კი თქვენ უნდა გაგიმხილოთ..

ის პერიოდია ბინებში რომ ციოდა, ამ სიცივეს ხან გაზის გამათბობლებით ვებრძოდით, ხან ელექტრო პლიტებით , დღე არა უშავდა, თბილოდა, მაგრამ ღამე მაინც სიცივე იყო სახლებში. ამ დროს გამოჩნდა ბამბაზიის თეთრეული, ღუნღულა, თბილი, საყვარელი. რომ ჩაწვებოდი, მაშინვე ჩაღუნღულდებოდი. ეს თეთრეულიც თუ გახსოვთ, არ იშოვებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა.

ერთ დღეს მეგობარმა დამირეკა, ხომ არ გინდაო, მინდამეთქი და მომიტანა. ისეთი ძვრი ღირდა, 2 ცალი ბავშვებისთვის ძლივს ვიყიდე. მერე ლაპარაკ-ლაპარაკში მესამეც რომ დავინახე, სულმა წამძლია, მეც მინდათქო და ისიც ვიყიდე „პოსლეზე”.

მთელი დღე ხელს ვუსვამდი და ვეფერებოდი… ერთი სული მქონდა, სახლში მალე მიმეტანა და ჩავწოლილიყავი.. წამოვედი სახლში. მოვედი უშველებელი პარკით ხელში.

კარი ლილი ბებომ გამიღო… და უცებ გავშეშდი…ღმერთო ჩემო, ეს რა მომივიდა.. მოხუცი ქალი, ჩემი დედამთილი, მალხაზის დედა, რომელსაც ყველაზე წინ ვაყენებდი, პატივს ვცემდი, რომელსაც ალბათ ყველაზე უფრო სციოდა დამავიწყდა… წარმოვიდგინე ჩემი თავი, რომ მოვხუცდები და ჩემმა რძალმა დამივიწყოს ასეთ სიტუიაციაში.. .

შევედი, უი ეს რა გიჭირავსო,  რა და, თქვენ და ბავშვებს თეთრეული გიყიდეთთქო ვუთხარი, ამოვიღე, ვაჩვენე, გაგიჟდა ისე მოეწონა, გამოვუკარით სასწრაფოდ, თან ისე მიხაროდა, ისე მიხაროდა , რომ ეს ჩემი შეცდომა ასე ლამაზად გამოვასწორე…

იმ ცივ ღამეს ყველაზე თბილად და ტკბილად მეძინა, მართალია ისინი იწვნენ იმ ჩაღუნღულებულ თეთრეულში, მაგრამ მე ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ეხლაც ცრემლები მცვივა ამას რომ ვიხსენებ… ეს რა დამემართა.. როგორ დამემართა.. ხდება ხოლმე, რაღაცეები გვეშლება… მთავარია, ძალათი არ ატკინო ადამიანს გული, და მთავარია შეცდომების გასწორება შევძლოთ..

ლალი ებრალიძის  ფეისბუქგვერდიდან

Facebook Comments