,,ამას მე კი არა, ვიღაც სხვები უნდა წერდნენ. ვინ – არ ვიტყვი!”

Nusagi

,,ახლა სერიოზულად იმ ხალხისთვის, რომლებიც ივანიშვილის განცხადებით სიხარულით აღტკინებულნი არიან. რომელთათვისაც მურუსიძე–ჩინჩალაძე დ.ა.შ. მაშინვე “პროფესიონალები” გახდნენ, ან შავი ღრუბლები დაინახეს და გაჰკივიან ბესელია კაბინეტიდან გააძევესო (არ ჰქონდა ჯერ ახალი კაბინეტი და საიდან “გააძევეს”? 🤔), ან სხედან ამღვრეულ წყალთან და ელოდებიან, თევზი როდის ჩაუვარდებათ კალთაში. 
გთხოვთ კარგად წაიკითხოთ ივანიშვილის განცხადება. კარგად! და არა “დიაგონალზე” (ზოგადი ცნობებისთვის – “დიაგონალზე” კითხვა ხანდახან მეც მიჭირს 😉)
1. “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი”.
– სად ითქვა, რომ ჩინჩალაზე, გვრიტიშვილი დ.ა.შ. ჯიგრები არიან? რა უნდა ექნა მმართველ გუნდს? გამოსულიყვნენ დუბინკებით და ჩაეპიზ@@ათ იუსტიციის საბჭო (მამენტ აუცილებელია)? 28–იდან 10–ია წარმოდგენილი.
2. „აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი”. 
გეყურებააათ – გუნდურობის დეფიციტი!!! და არ მითხრათ, რომ გუნდურობის სერიოზული დეფიციტი არ არის და ყველაფერი “გლადკათაა”. გაიხსენეთ ფოფხაძის “ხენ ისე და ხან ასეო” “პოზიცია” და რამდენჯერ იყო ეს. ადამიანი ამ მდგომარეობაში? ვერ ჩამოყალიბდა რა ქნას. ხან დაუპირისპირდებოდა, მერე უცებ გადათქვამდა და ეს რაც მე მახსოვს სულ ცოტა სამჯერ მოხდა)
3. “ამ ფონზე, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.
მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული” 
დავწერო რამე თუ . . . ზაფხულში იყო გადაწყვეტილი!
4. “შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს” 

ალბათ ჩემი კომენტარი საჭირო აღარ არის.
და ბოლოს: კიდევ ერთხელ ვამბობ – არ არის საჭირო ეს “ხბოს აღტაცება” არც ოცნების დაშლაზე, არც შიდა აჯანყებაზე და არც რაღაც მსგავს სისულელეებზე.

ცხადია კრიზისია, ცხადია სასამართლო სისტემა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს, ცხადია მმართველ გუნდში სერიოზული დაპირისპირებაა, მაგრამ ამ პრობლემას ვერც ცქიტიშვილი, ვერც ბესელია და ვერც ხუნდაძე და ვერც შახიდი ფოფხაძე ვერ მოაგვარებენ. 
ისევ ჩვენი, ხალხის გადასაწყვეტია ქვეყნის გაჯანსაღების პროცესის დაწყება (ქვეყნის და არა რომელიღაც მყიფე პოლიტიკური ძალის). ჩვენ კი საკუთარი ძალა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვნახეთ. ვირწმუნეთ და ამ რწმენას ვერავინ ვერ წაგვართმევს.
p.s. არადა ამას მე კი არა, ვიღაც სხვები უნდა წერდნენ. ვინ – არ ვიტყვი!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გია გავბრიჩიძე

Facebook Comments
%d bloggers like this: