სამართალი

გიორგი მიქაუტაძე – წარდგენილი 10 მოსამართლე საკმარისი არ არის, საბჭო კიდევ წარადგენს კანდიდატურებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გარდა წარდგენილი 10 კანდიდატურისა, წარსადგენია კიდევ რამდენიმე მოსამართლე, რომლებსაც ასევე საბჭო წარადგენს. 

„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია – 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია, ასე იქნება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. სიაში წარმოდგენილ მოსამართლეებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს საბჭოს არამოსამრთლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ასევე რამდენიმე პარლამენტარმა. მათ შორის ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა. მათმიაჩნიათ, რომ წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არის ბევრი კითხვები.  

Facebook Comments