ვინ არის ქალი, რომლის გამოც პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ცოლს გაშორდა

Nusagi

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი 54 წლის ჯეფ ბეზოსი მეუღლეს, 48 წლის მაკენზი ბეზოსს 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შორდება. 

მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, საინფორმაციო საშუალებები ახალი დეტალების და ჯეფ ბეზოსის ახალი გატაცების შესახებ ალაპარაკდნენ.

როგორ გაირკვა, ამ ისტორიაში ასევე გარეულია ჯეფის ახალი შეყვარებული, მსახიობი და ტელეწამყვანი ლორენ სანჩესი.

ლორენ სანჩესი 1969 წლის 19 დეკემბერს ნიუ-მექსიკოს შტატში დაიბადა მექსიკელების ოჯახში. კოლეჯი ლოს-ანჯელესში დაამთავრა, სადაც სანიმუშო შედეგების გამო, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სასწავლო დაფინანსება მოიპოვა. უნივერსიტეტში ლორენი საკმაოდ აქტიური სტუდენტი იყო, ხელმძღვანელობდა საუნივერსიტეტო გაზეთს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთ ტელეარხზე ასისტენტად დაიწყო მუშაობა, თუმცა ამბიციური გოგონა არ დასჯერდა დამხმარის პოზიციას და მალე კორესპონდენტი გახდა. მოგვიანებით ის სპორტულ არხზე Fox Sports Net გასართობი გადაცემის წამყვანი გახდა. ნიჭიერი ქალი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და საუკეთესო რეპორტაჟებისთვის რამდენჯერმე იყო წარდგენილი Emmy -ს პრემიაზე.

ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად, ლორენმა ბედი კინოშიც სცადა და საკმაოდ წარმატებულადაც. მისი ფილმოგრაფია 20-მეტ ფილმს ითვლის, რომელთა შორისაა „ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი“, „ფანტასტიური ოთხეული“ და სხვ.

ლორენ სანჩესს   სამი შვილი ჰყავს. ჟურნალმა  People ის ერთხელ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადამიანების სიაში შეიყვანა, გამოცემა Us Weekly -მ კი, ყველაზე მაცდური ცნობილი ადამიანების რეიტინგში. ეფექტური გარეგნობითა და ერუდიციით ლორენმა მოხიბლა ამერიკა, ორი ყოფილი ქმარი და ახლა კი, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი.

პრესისთვის უცნობია, რა დროს მოხდა ლორენისა და ჯეფის დაახლოება, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ამას წინ უძღოდა ლორენ სანჩესსა და მის მეუღლეს, პატრიკს შორის უთანხმოება.

ინსაიდერების ინფორმაციით, ამავე პერიოდში გაჩნდა ბზარი ბეზოსსა და მის მეუღლეს, მაკკენზის ურთიერთობებში. დაშორების ინიციატორი კი, მაკენზი იყო, რომელმაც მეუღლის გატაცების შესახებ შეიტყო და სანამ პრესაში გაჩნდებოდა ცნობები, გადაწყვიტა, თვითონ დაესწრო მოვლენებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ოჯახებს ერთმანეთთან მეგობრული და მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ, არსებობს ფოტოებიც, რომელზეც ორივე წყვილი ერთად პოზიორობს.

ჯეფმა და მაკკენზიმ ერთად 25 წლი იცხოვრეს, მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ, რომელთაგან უფროსი 18 წლისაა, უმცროსი, ნაშვილები გოგონა კი არასრულწლოვანია.

ჯერჯერობით უცნობია, აქვთ თუ არა მეუღლეებს საქორწინო კონტრაქტი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ვაშინგტონის კანონმდებლობით, მეუღლეები მთელ ქონებას, 137 მილიარდს შუაზე გაიყოფენ და მაკენზი ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: