თბილისში „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს

Nusagi

 

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ამერიკული რესტორანი „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია კაფეს შესასვლელი კარი და წაღებულია 500 ლარამდე ოდენობის თანხა.

სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.

როგორც ცნობილია, „ჰარდ როკ კაფეში“ ინახება და გამოფენილია მსოფლიოს ლეგენდარული თუ თანამედროვე მუსიკოსების (ელვის პრესლის, ელტონ ჯონის, ბიონსეს, მაიკლ ჯეკსონის, კით რიჩარდსის და სხვ.) პირადი ნივთები, ტანსაცმელი და მუსიკალური ინსტრუმენტები. 

როგორც რესტორნის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადა, ექსპონატები საიმედოდაა დაცული და ქურდებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. 

Facebook Comments
%d bloggers like this: