მგონი საბჭომ ვერაფერი გაიგო პარლამენტში მიმდინარე პროცესებიდან

Nusagi

დარწმუნებული ვარ, შემდეგში საბჭოს მიერ წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განცხადების საპასუხოდ დაწერა.  

„მე არ ვიცი საბჭოს რა ჰგონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგში მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! 
მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ“,-წერს თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ,. დღეს გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, გიორგი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მიქაუტაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის წარდგენილი 10 კანდიდატის გარდა, პარლამენტს დასამტკიცებლად კიდევ წარუდგენს კანდიდატურებს.

„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია – 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: