ქ-ნი სალომე რომ ყოფილიყო პარლამენტის წევრი, დარწმუნებული ვარ, ისეთივე პოზიცია ექნებოდა, როგორიც მე მაქვს

Nusagi

ვერ ავკიდებ ქალბატონ სალომეს პასუხისმგებლობას უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუსას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ალბათ, თავის დროზე იტყვის, თუმცა სიაზე პასუხისმგებელი პარლამენტია და არა პრეზიდენტი.

„ახლაც რომ იყოს იგივე სიტუაცია და სალომე ზურაბიშვილი იყრიდეს კენჭს, მე ისევ მას დავუჭერ მხარს. არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა ავკიდო ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემზეა. ამიტომ მივიღებ იმ განცხადებას, როგორიც მან გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი რომ ყოფილიყო პარლამენტის წევრი, დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისეთივე პოზიცია ექნებოდა, როგორც მე, როგორც დეპუტატს. მისი განცხადება მე არც მწყინს და არც მიხარია. ის ამ შემთხვევაში ამკვიდრებს წესს და იცავს თამაშის წესებს, რომელიც ვფიქრობ, ცუდი არა რის. ერთ რამეს ვადასტურებ, რომ პასუხისმგებლობა არ მოდის პრეზიდენტზე, პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი არის საქართველოს პარლამენტზე და თითოეულმა ჩვენგანმა კეთილი უნდა ვინებოთ და ავიღოთ ეს ტვირთი. დამატებითი ადამიანების შემოყვანა ამ პროცესში არ მიმაჩნია აუცილებლად, თუმცა, მერწმუნეთ, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ განსხვავდება ჩვენი პოზიციისგან“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ შეიძლება პრეზიდენტმა რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია გამოხატოს.   

Facebook Comments
%d bloggers like this: