ხელოვნება და კულტურა

ერთი მსახიობის თეატრი “ვერიკო”, ხორავას სახელობის მსახიობის სახლში დაიწყებს ფუნქციონირებას

13 იანვარს 15:00 საათზე აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია თეატრის მოღვაწეთა დაჯილდოება საქართველოს თეატრალური საზოგადოების სპეციალური პრიზით, მოეწყობა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ალბომის პრეზენტაცია;

გაჟღერდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ხვალიდან ერთ მსახიობის თეატრი „ვერიკო“, ხორავას სახელობის მსახიობის სახლში დაიწყებს ფუნქციონირებას.

საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

Facebook Comments