კრიმინალი

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს

შსს-მ 1975 წელს დაბადებული დ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ა.ს. და 1995 წელს დაბადებული ზ.ც. კი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სამართალდამცველებმა, დ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” და 2 შეკვრა “მეტადონი” ამოიღეს. ა.ს.-ს და ზ.ც.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი“.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Facebook Comments