რობერტ დე ნიროს თქმით, ტრამპის როლის შესრულებას არასდროს დათანხმდება

Nusagi

მსახიობი რობერტ დე ნირო აცხადებს, რომ ის არასდროს დათანხმდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლის შესრულებას. დე ნიროს თქმით, ტრამპი მას არ მოსწონს ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში თქვა.

როგორც მსახიობი განმარტავს, ის მის მიერ თანამაშევ თითოეულ პერსონაჟთან გარკვეულ სიახლოვეს გრძნობს. აქედან გამომდინარე, მსახიობს გაუჭირდებოდა დონალდ ტრამპის ხასიათთან რაიმე საერთოს გამონახვა.

“ყოველდღიურად ვცდილობ ტრამპსა და ჩემს შორის მცირედი მსგავსება მაინც ვიპოვო, რაც ჩემში თანაგრძნობას გამოიწვევს. ტრამპი იყო და დარჩება ჩემთვის ძალიან უსიამოვნო ადამიანად”, – თქვა მსახიობმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: