Advertisements

გილოცავთ დამდეგ, ძველით ახალ წელს

მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალ წელს, არცერთი სახელმწიფო არ ცნობს ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად, ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოს გარდა, ბევრ ქვეყანაშია შემონახული, მათ შორის უკრაინაში, სერბეთში, რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ყაზახეთში, მონტე ნეგროში, მოლდოვაში, უელსსა და შვეიცარიაში. 

Nusagi

ძველით ახალი წლის ტრადიცია დაკავშირებულია იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის განსხვავებასთან და ძირითადად იმ ქვეყნებში აღნიშნავენ, სადაც ოფიციალური შობის დღესასწაული იულიუსის კალენდრის მიხედვით, 7 იანვარია. ასეთი კალენდრით ახალი წელი 14 იანვარს დგება.

დღეს მსოფლიო გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ცხოვრობს, რომელიც მხოლოდ მე-16 საუკუნეში შეიქმნა, თუმცა მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილმა უარი თქვა ახალ კალენდარზე და სწორედ ამიტომ, რელიგიური დღესასწაულები იულიუსის კალენდრის მიხედვით აღინიშნება, განსხვავება კი 13 დღეს შეადგენს.

„როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებ მთელ წელიწადს“,-ეს გამოთქმა ძველით ახალ წელსაც ეხება, ამიტომ, 13 იანვრის ღამეს ლამაზად ჩაცმული, საახალწლო სუფრითა და კარგი განწყობით უნდა დაელოდოთ 14 იანვარს, ძველით ახალი წლის შემობრძანებას.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული