ეკა ბესელიამ უმრავლესობაში დარჩენის პირობა დაასახელა

Nusagi

პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში მისი დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით. 

“ჩემი გადაწყვეტილება ამ უმრავლესობაში დარჩენის დამოკიდებულია იმაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმარავლესობა ამ სიასთან დაკვშირებით.მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი რომელიც სააკაშვილოს მოსამართლეებს მხარს დაუჭერს”, – თქვა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის მთავარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სიის განხილვის პროცესის შეჩერება იყო. მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც გარანტიას შექმნის, რომ სასამართლოში არ იქნებიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ.

4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა და დისკუსია გამოიწვია. 

Facebook Comments
%d bloggers like this: