ესმა კუნჭულია – დაცალეთ ტყუილებისგან თქვენი თავი და არ გასუქდებით!!!

Nusagi

მომზადება სულაც არ არის გასუქების პირდაპირპროპორციული; არა; დამიჯერეთ) არც შრომაა ნაოჭების და გამუდმებული წუწუნის მიზეზი;))) არაფრისქმნის, საქმე რომ არ გიყვარს და არც ის, ვისთანაც ცხოვრობ, ან ოცნებობ ფუჭად, ან სოფელს მხოლოდ ბინდისფრად ხედავ, ყველა შენს ცრემლს სხვას რომ აბრალებ და გჯერა, რომ ვიღაც ოხერის გაკეთებული ჯადო მართავს შენს ბედ-იღბალს;

გავიწყდება, რომ ცხოვრება მშვენიერია და ჯადოსაც და დოზანასაც ბუმერანგის პრინციპით უკან მიიღებენ გამომგზავნები; გავიწყდება, რომ ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მოვა გაზაფხული და აუცილებლად აჟუჟუნდები; დიახ, როცა გიგებს წარსული, როცა ეომები გამოგონილ პრობლემას, ბალიშს ავსებთ ღამე ცრემლებით და არ გჯერა არაფრის, მაშინ გიტევს პანიკური ატაკებიც და ტაქიკარდიაც, წონაც და ნაოჭიც; ისედაც მოკლე ამ ცხოვრებაში, არ არის ცრუ სევდების და ცრუ ადამიანების ადგილი; ჰოო, დიახ, ესეც მთავარია – ვისთან ურთიერთობ მთელი დღე…

ბევრი ცრემლი მათგან იშვება და ვინც გატირებს, რომ „ფეხებზე კიდიხარ“ ამას უნდა ჩახვდეთ; მესმის, ქვეყანაც ისეთი შეგვხვდა, ეკონომიკა და პოლიტიკა რომ ვერა და ვერ მოაწესრიგა, მაგრამ შენს თავს თუ მოაწესრიგებ, ჩირად არ მიგაჩნია გარე ობობები; აღმომხდა ეს მესიჯი, როცა მეათასედ მკითხეს, ჩემი მუდამ მხიარულების მიზეზი;

არადა მეც მაქვს პრობლემები, თან როგორი, თან რა სევდიანი წარსული, მაგრამ წარსულს დავარქვი წარსული, ყველა პრობლემას ზემოდან ვუყურებ და ყოველდღე თუხთუხა ქვაბთან ვლოცულობ. საქმე, ადამიანი, სოფელი, წუთისოფელი შეიყვარეთ და ამოისუნთქებთ;რაის სასწორი და რაის ანაპრილინი; პ.ს. როცა ასე ფიქრობ, ნულია შანსი შენს სივრცეში დარჩეს ადგილი, სადაც მოწყენილი ხარ, სადაც გშურს ან ტყუილად ცდები!!! ტყუილად ცდებია – ისტერია და დეპრესია; დაცალეთ ტყუილებისგან თქვენი თავი და არ გასუქდებით!!!

ჟურნალისტ ესმა კუნჭულიას ფეისბუქგვერდიდან

Facebook Comments
%d bloggers like this: