“უკეთესი იქნებოდა ბევრი განცხადება მანამდე გაკეთებულიყო”

Nusagi

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, “უკეთესი იქნებოდა ბევრი განცხადება მანამდე გაკეთებულიყო”. ამის შესახებ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე თქვა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ საბჭოში სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა ერთი წლის წინ დაიწყო და თუ ვინმე “ერთი და ორი წლის მერე ამ ბრძოლას უერთდება, ძალიან კარგია”. 

დოლიძის განცხადებით, მოსამართლეების კანდიდატების ხელახლა წარდგენის შესახებ წინადადებას პარლამენტს საბჭო ხვალ, 15 იანვარს წარუდგენს.

“ხვალ საქართველოს პარლამენტს ჩვენ წარვუდგენთ საკანონმდებლო წინადადებებს, როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების ხელახალი წარდგენა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ აუცილებლად უნდა მიიღოს ერთხმად, აუცილებლად ღია საჯარო გასაუბრების ფონზე”, – თქვა ანა დოლიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: