„შევიტანდი სასამართლოში სარჩელს, ცილისწამებისთვის, თუმცა მოიტანს ცნობას რომ შეურაცხადია”

Nusagi

თიანეთის მერი ზაქარია ქუცნაშვილს ცილისმწამებლური განცხადებების გამო, სასამართლოში არ უჩივლებს.

„შევიტანდი სასამართლოში სარჩელს, ცილისწამებისთვის, თუმცა მოიტანს ცნობას რომ შეურაცხადია. ამიტომ თავს ვიკავებ“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ თამაზ მეჭიაურმა

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა რამდენიმე დღის წინ თიანეთში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობა, არაპირდაპირ, თამაზ მეჭიაურის ე.წ. „კაპოტზე“ მოლხენასა და მის მიერ ცხოვრების არასწორი წესის პროპაგანდას დაუკავშირა.

მეჭიაურის საპასუხო კომენტარი ჯერჯერობით ქუცნაშვილს არ გაუკეთებია. ის ამ დროისთვის ჩვენ სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: