აშშ-მა, შესაძლოა, ნატო დატოვოს

Nusagi

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა, ნატოდან ქვეყნის გასვლის საკითხს დაუბრუნდეს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტს არ დააკმაყოფილებს ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა.

ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა 2018 წელს კონფიდენციალურად რამდენჯერმე თქვა, რომ სურს ამერიკას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაატოვებინოს, რადგან „სამხედრო ალიანსში დარჩენის აზრს ვერ ხედავს“.

გაზეთის წყარო შიშობს, რომ ტრამპმა იდეას, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს.

2018 წლის ივლისში Politico წერდა, რომ ტრამპმა პარტნიორებს ალიანსიდან გასვლით დაემუქრა.

2014 წელს ნატოში თავდაცვის ხარჯის ზრდაზე შეთანმხდნენ, რაც ნატოს წევრი ქვეყნების მშპ-ს 2% უნდა შეადგინოს.

Facebook Comments
%d bloggers like this: