ფ
„LA Galaxy“-ის ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ “იუვენტუსში” თამაში მისთვის ახალი გამოწვევაა'”. ინფორმაციას Fox Sports-ი ავრცელებს.
“კრიშტიანუ საუბრობს ახალ გამოწვევებზე და გადადის კლუბში, რომლისთვისაც სერია А-ში გამარჯვება ნორმაა. უმჯობესი იქნებოდა, მეორე დივიზიონის რომელიმე კლუბში გადასულიყო და ჩემპიონი გამხდარიყო. ჩემი აზრით, იუვენტუსში მისი გადასვლა საერთოდ არ არის არანაირი გამოწვევა”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
რონალდუ ტურინულ კლუბში გასული წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში სერია А-ში მან 19 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.
Facebook Comments