იუსტიციის მინისტრი რუსთავი 2-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

Nusagi

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ირლანდიის მიერ საქართველოს 10 მოქალაქის ქვეყნიდან გამოძევებას.

მედიასაშუალებამ საინფორმაციო გამოშვებაში მოამზადა მასალა, რომელიც ირლანდიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში იძულებით დაბრუნებას ეხებოდა. კომენტარში ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტი აცხადებდა, რომ ქართველების დეპორტაციის საკითხი ირლანდიის ხელისუფლებამ ქართულ მხარესთან დეკემბერში შეათანხმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვიზიტისას.

“მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მე ირლანდიაში დაახლოებით 5 წლის წინ ვიყავი, 2014 წლის გაზაფხულზე და მას შემდეგ ირლანდიის საზღვარი არ გადამიკვეთავს. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც დღეს დილას “რუსთავი 2″-მა გაავრცელა, არის ტყუილი”, – თქვა მინისტრმა თეა წულუკიანმა.

შსს-ს განცხადებით, ირლანდიიდან შესრულებული ჩარტერული რეისით საქართველოში საქართველოს ათამდე მოქალაქე ბრუნდება. მათ ირლანდიაში ყოფნის წესები დაარღვიეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: