სუს-ში საკადრო ცვლილებები დაიწყო

Nusagi

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, პოსტს ტოვებს სამცხე-ჯავახეთის სუს-ის უფროსი გიორგი კევლიშვილი. ვინ ჩაანაცვლებს მას, ამაზე უწყებაში ჯერ არ საუბრობენ.

„კონკრეტული ცვლილების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია გითხრათ, როცა ბრძანება დაიწერება. ამ ეტაპზე გიდასტურებთ, რომ რეგიონებში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს“, – განაცხადეს სუს-ის პრესსამსახურში.

Facebook Comments
%d bloggers like this: