„ჩემი ცხოვრების ქალი ჯერ კიდევ არ მიპოვნია“ – 82 წლის ალენ დელონი

Nusagi

ფრანგულ ჟურნალ Paris Match-თან ინტერვიუში 82 წლის ალენ დელონმა თავისი ცხოვრება და კარიერა შეაჯამა. ინტერვიუ მსახიობის კარიერის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. ცხოვრების, როლების, მეგობრებისა და ოჯახის გარდა, ალენ დელონმა დღევანდელ რეალობაზეც ისაუბრა:

„ცხოვრებას ჩემთვის მეტი არაფერი მოუტანია. უკვე ყველაფერი ვნახე, მთელი ცხოვრება გავლიე… ყველაფერი ყალბია, პატივისცემა აღარ არსებობს, არავინ ასრულებს საკუთარ დაპირებებს. მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა. ყოველდღე, დილიდან საღამომდე, მხოლოდ დანაშაული გვესმის. ვიცი, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე დავტოვებ “, – ამბობს მსახიობი.

ამავე ინტერვიუში ალენ დელონმა პირად ცხოვრებასა და ოჯახთან დაკავშირებით რთულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, ძაღლები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ მის ცხოვრებაში. კითხვაზე, იპოვა თუ არა მან ცხოვრების თანამგზავრი, ალენ დელონმა უპასუხა, რომ „იგი” ჯერ კიდევ არ უპოვნია.

„არ ვამბობ, რომ საკმარისი კანდიდატები არ მყავს. თითქმის ათეულია, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე არცერთ მათგანთან ცხოვრება არ მსურს . (…) მხოლოდ იმ შემთხვევაში დავქორწინდები, თუ იგი მზად იქნება მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატაროს”, -განმარტავს დელონი. მსახიობის განმარტებით, მისი კარიერა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ინტერვიუში ის საუბრობს ბოლო ფილმზე, რომელიც მთავარ როლს ალენ დელონი და ჯულიეტ ბინოში ასრულებს. თუმცა, დელონი ასევე ამბობს, რომ თეატრალურ სცენაზე დაბრუნდება. ბოლო ფილმი, რომელშიც ალენ დელონი კეისრის როლს ასრულებდა, „ასტერიქსი და ოლიმპიური თამაშები” 2008 წელს გამოვიდა. თეატრში ბოლო დროს მან 2013 წელს თავის ქალიშვილ ანუშკა დელონისთან ერთად ითამაშა. იგი სცენაზე მამის როლს ასრულებდა.

„ხელოვანი ვარ, მაგრამ არა მსახიობი, სამსახიობო აკადემია არ დამიმართავრებია”, –იხსენებს მსახიობი და პროფესიას გულისხმობს.

„ამისთვის არაფერი გამიკეთებია. 14 წლის ასაკში სკოლა მივატოვე, შემდეგ კი ჯარში წავედი. ისეთი ხელოვანი ვარ, როგორიცაა ჟან გაბენი, ლინო ვენტურა ან ბერტ ლანკასტერი – ძლიერი პიროვნებები, რომლებიც ფილმებში გადაიღეს. და შემიძლია გამოვაცხადო, უადგილო მოკრძალების გარეშე, რომ ამ პროფესიამ წარმატება მომიტანა “.

„არასდროს ვოცნებობდი ასეთ კარიერაზე, თავისთავად აღმოჩნდა….ალენ დელონად არ დავბადებულვარ. დიდი ხნით ადრე უნდა გარდაცვლილიყავი, მაგრამ ამას ბედი ეწოდება”,– განაცხადა მსახიობმა.

წყარო::qartuliazri

Facebook Comments
%d bloggers like this: