ჯანდაბას ჩემი სიცოცხლე, ჩემ შვილიშვილებს რა ვუთხრა…

Nusagi

.. ბატონო ბიძინა,მე ჩემი ადგილი ნაპოვნი მაქვს საბურთალოს სასაფლაოზე,ჩემი შვილის გვერდით,პატრიოტი ვარ კი,მაგრამ ვერა და ვერ შევეგუები იმ მოსამართლეების სამუდამოდ გამწესებას ,რომლებმაც უსამართლობას დაუდეს საფუძველი,საქართველო ერთ დიდ ციხედ აქციეს.

ვერ ვეგუები იმ ხალხის წინ წამოწევას ,რომლებიც არასდროს არცერთ საპროტესტო აქციაზე არ მინახავს,ვერ ვეგუები იმას ,რომ ჩემი შვილის საქმე თაროზეა შემოდებული და მტვერი ჭამს უკვე ექვსი წელია, ბევრი ამბობს ,,მეც მაქვს დადებული ერთი აგური,,ქართული ოცნების,, გაძლიერებისათვის,,-ო,მე და ჩემ მეგობრებს აგურები გვაქვს დადებული და სადაა ამ ღვაწლის დამფასებელი ადამიანი,მეტს ხომ არაფერს ვითხოვ რაც ზემოთ ვთქვი.

ყურადღებას ვითხივ მეტს არაფერს,ჩემი ღვაწლი,რომ არასდროს დაფასდება ამას უკვე დიდი ხანია შევეგუე….. გამოცდილება დიდი მაქვს, გული რაღაც ცუდს მეუბნება, ფრთხილად, ეშმაკს არ ძინავს,ჯანდაბას ჩემი სიცოცხლე, ჩემ შვილიშვილებს რა ვუთხრა…..”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჯამბულ გამცემლიძე

Facebook Comments
%d bloggers like this: