აფეთქებამდე დიდ დიღომში „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს

Nusagi

დიდ დიღომში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი. მათ დახმარებისთვის ყაზტრანსგაზს მიმართეს. სპეციალისტებმა ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზი გამოძახებას ადასტურებს.

კორპუსი ახლადაშენებულია. ის ოფიციალურად ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო.

აფეთქება დიდ დიღომში დღეს საღამოს მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავდა – ხუთი. მათგან 4 ბავშვია.

Facebook Comments
%d bloggers like this: