დიდ დიღომში კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, მთლიანად ევაკუირებულია

Nusagi

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, მთლიანად ევაკუირებულია.

მისივე თქმით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები. „ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

პირველადი ინფორმაციის მიხედვით, მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება”, – განაცხადა კუპატაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: