დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა

Nusagi

თბილისში, დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო-სახანძრო ბრიგადები. ისინი ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

წინასწარი ცნობით, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი.  ასევე ჩავარდნილია ლიფტი, რომელშიც ადამიანები არიან მოყოლილი.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების ხმა დიდ მანძილზე ისმოდა. ამ წუთისთვის მიმდინარეობს მოქალაქეთა ევაკუაცია ახლომდებარე სახლებიდან.

Facebook Comments
%d bloggers like this: