დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის გოგოს გადარჩენა, რომელიც კლინიკა „იმედში“ იმყოფებოდა, ექიმებმა ვერ მოახერხეს, ის გარდაიცვალა.
ბავშვი კლინიკაში გაჩერებული გულით მიიყვანეს. მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მისი დაღუპვის შესახებ ცნობა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
მისი ტყუპისცალი დაახლოებით ნახევარი საათის წინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად 6 ბავშვი იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 და დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია.
Facebook Comments