ირაკლი გოგავა : ორი ძებნილის ინვესტიცია ალბანეთში სკანდალით დასრულდა

Nusagi

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი, IRI-ს ყოფილი თანამშრომელი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ალბანეთი დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ წევრს, გიგი გოგოხიას ფულის გათეთრების და თაღლითობისთვის ძებნაში აცხადებს. „ალბანეთში „ქართული ნაციონალური ინვესტიციების” შესახებ ორი წლის წინ მოგახსენეთ. ამ ორ წელიწადში სკანდალის “გამოცხობაც” მოასწრეს. ფულის გათეთრების და თაღლითობისთვის ალბანეთი ქართველ ნაციონალებს ძებნაში აცხადებს. “გალფის სქემა ქართველი ოლიგარქის მიერ ფულის გათეთრებას ააშკარავებს” – ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია ალბანურ “ტირანის ექო”-ში“,-წერს ირაკლი გოგავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, ირაკლი გოგავა ჯერ კიდევ 2017 წელს სოციალურ ქსელში წერდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილსააკაშვილმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს და Gulf-ის 70 ბენზინგასამართ სადგურს ხსნიან. „ორი ძებნილის ინვესტიცია ალბანეთში! სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს და Gulf-ის 70 ბენზინგასამართ სადგურს ხსნიან. ალბანეთში Gulf-ის სახელით მათი ფირმები “Sun Petroleum Albania Trading” JSC და “Sun Petroleum Albania” LLC მოქმედებენ. საქართველოში Gulf-ის ოპერატორი “Sun Petroleum Georgia LLC” იყო. ეტყობა “კეზერას” ეს სახელი კარგად აქვს დაცდილი. ქსელის ასამუშავებლად Gulf-ის ქართული მენეჯმენტი წაიყვანეს. ქართველი ხალხისგან ნაძარცვი ფული “საიმედოდ” დააბინავეს.თუ ერთ-ერთი ყოფილი ქართველი “გალფელის” რეზო სააკაძის ამჟამინდელი პოზიციიდან ვიმსჯელებთ, შესაძლოა ალბანეთის KFC (სწრაფი კვების ქსელი) კეზერაშვილს ეკუთვნის“,-წერდა გოგავა 2017 წელს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: