მალხაზ ძიძიგური-„პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ”

Nusagi

სოციალური ქსელის მომხმარებელი მალხაზ ძიძიგური ფეისბუკის პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:

„პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ:

–რუსთავის ყველა ეზოში, ყველგან, სადაც ახალგაზრდების და, “დაჟე”, 12-13 წლის ბავშვების თავყრილობაა, ყველგან პლანი ტრიალებს.

–იწევა პლასტმასის ბოთლებით!

–იწევა ტარიანში!

–იწევა ჩიბუხში!

–ჩილიმში…

–ასეთ განსაცდელში ჩვენი მომავალი თაობა ჯერ არ ყოფილა!

–დადიან ჩაქიშმიშებულები!

–მანჭვა-გრეხვით!

–ტაატით!

–იმზირებიან გამოთაყვანებული თვალებით…

–განგაშის ზარებია დასაცემი!

–დაწყევლილ იყოს ის და ისინი, ვინც ამ ნარკოტიკს ლობირებენ!

–მწერენ, სხვაგან უფრო უარესები ხდებაო.

–მაგრამ, მეიმედება, რომ არცერთი მწეველი არ მიესალმება დღევანდელი მთავრობის მიერ პლანის ლეგალიზაციას!

–არც სრულიად ერი!

–არც ეკლესია!

–ის თითო ოროლა, ვინც დაღუპვისთვის იმეტებს ჩვენს მომავალ თაობას, დაუყოვნებლივ უნდა მოიკვეთონ არა მარტო ხელისუფლებიდან, არამედ, სრულიად ქართული საზოგადოებიდან!

–ასეთი აღშფოთებული ჯერ არ ვყოფილვარ!

–გაოგნებული ვარ!

–არ ვიცი, რა გვეშველება!

–ხელიდან გვეცლება ჯანსაღი თაობა!

–სად არის რეგულაციები?“ – წერს მალხაზ ძიძიგური.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: