სერბეთში კაცი დააკავეს, რომელიც ვლადიმირ პუტინზე თავდასხმას გეგმავდა

Nusagi

სერბეთის, ქალაქ ნოვი-პაზარში კაცია დაკავებული, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოკვლას გეგმავდა.

თავდასხმა პუტინის ბელგრადში ვიზიტის დროს უნდა მომხდარიყო, სადაც ის 17 იანვარს ჩავა, წერს სერბული გამოცემა Informer-ი.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი არმინ ალიბაშიჩია, რომელსაც სპეცსამსახურები ვაჰაბიტად მოიხსენიებენ.

გამოცემის მასალაში ნათქვამია, რომ 21 წლის არმინი თავს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრად თვლიდა.

„სამართალდამცველების ყურადღება საეჭვო ზურგჩანთამ მიიპყრო, რომელშიც ოპტიკური სამიზნეს მქონე იარაღი აღმოაჩინეს“,-წერს გამოცემა.

ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღის არსენალი ამოიღეს. გარდა ამისა, აღმოჩენილ იქნა „ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის საჭირო კომპონენტები“.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: