17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

Nusagi

საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ბოლო ინფორმაციით, დღეს დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 4 წლის გოგოა.

დაშავებულია 7 ადამიანი, რომელთაგან 6 ბავშვია. ისინი მკურნალობას იაშვილის სახელობის კლინიკაში გადიან.

კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ევაკუირებულია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: