ავტობანზე მომხდარი ავარიის გამო საავადმყოფოში 6 ადამიანი მოხვდა

Nusagi

ავტობანზე სხვადასხვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კასპის საავადმყოფოში 6 პაციენტია შეყვანილი. მათგან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მედიკოსების განცხადებით, 5 პაციენტი დარჩება სტაციონარში დარჩება, ერთს კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაწერენ.

დაშავებულებს დაზიანებები ძირითად კიდურების არეში აქვთ მიღებული. ორს ტვინის მსუბუქი შერყევა უფიქსირდებათ.

შემთხვევის შედეგად დაზიანდა საპატრულო სამსახურის ავტომობილიც.

დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: