,,არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ რაც არ უნდა მძიმე იყოს, მგონია რომ ვალდებული ვარ”

Nusagi

,, არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ რაც არ უნდა მძიმე იყოს, მგონია რომ ვალდებული ვარ.
ვუყურებ რეპორტაჟებს სხვადასხვა არხზე და, ღმერთო მაპატიე, შეიძლება ვცოდავ, მაგრამ როცა ჩემი კოლეგების ქმედებას ვხედავ, მეშინია. მგონია, რომ რ2-ს რეალობა კი არ აინტერესებს, არამედ ცდილობს მოძებნოს ისეთი კომენტარები, რათა მაყურებელი უფრო დაძაბოს, დასტრესოს, საბოლოოდ გაანადგუროს (თუნდაც კომენტარები ე.წ. “თვითმხილველებთან”.

მხოლოდ ერთმა თქვა, რომ აფეთქების გაგონებისთანავე ავარდა და ბავშვი გადაარჩინა. მეორე მიდიოდა ახლობლების მოსაძებნად და ჟურნალისტი დაედევნა – ვინმე დაშავებულიაო. როგორც კი გაიგონა უარყოფითი პასუხი, მაშინვე დაკარგა ინტერესი.

იმედი ეძებს ექსკლუზივს. არ იცის რა ქნას. უნდა რ2-ის ფორმატში იმუშაოს, მაგრამ “რაღაც” აკავებს, გამოსდის არც თევზი და არც ხორცი. სარედაქციო დავალება ძალიან გაურკვევლადაა მიცემული და ამიტომ ჟურნალისტს სურს თავი გამოიჩინოს, იმოქმედოს ისე, როგორც ჰოლივუდის სხვადასხვა ფილმში უნახავს, მაგრამ ინტელექტის სიმწირის და ვითარების სიმძიმის (და უმთავრესად მორალური სიმძიმის გამო) არანაირად არ გამოსდის (შეკითხვა ექიმს რომელმაც დამაგდო – როგორც გავიგეთ მოიწვიეთ ყელ-ყურის ექიმი!).

კიდევ ერთხელ მაპატიეთ ამ ხისტი შეფასებისთვის, მაგრამ ტელემედიის მხრიდან მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზემოქმედების მხრივ, საქართველოში კატასტროფული სიტუაციაა “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: