“კადრებში კარგად ჩანს,რომ სადარბაზოში, გაზი მრიცხველებთან პოლიეთილენის მილებითაა შეერთებული…

Nusagi

“კადრებში კარგად ჩანს სადარბაზოში [სადაც აფეთქება მოხდა] გაზი მრიცხველებთან სტაფილოსფერი პოლიეთილენის მილებითაა შეერთებული… 2010 წელს საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას და დღეს საქართველოში მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტი, (სამწუხაროდ, ისევ რუსეთის, მაგრამ მოქმედებს ), სადაც, ცალსახად, წერია, რომ გაზის კომუნიკაციები უნდა იყოს გაყვანილი მხოლოდ და მხოლოდ ლითონის მილებით, რადგან გაზს აქვს თვისება რომ აალდეს, გაფართოვდეს და ა.შ.

პოლიეთილენის მილები კი, დაუშვებელია, რადგან არ იძლევა გაჟონვა არიდების საშუალებას. თბილისში, სადაც მრიცხველების გამოტანა მოხდა, ყველგან პოლიეთილენის მილებითაა შესრულებული სამუშაო…

ეს მილები მხოლოდ ცხელი წყლის მომარაგებისთვისაა. ჩვენ მივწერეთ თურქულ კომპანიას, 2013 წელს და მივიღეთ პასუხი, რომ ეს მილები მხოლოდ და მხოლოდ ცხელი წყლის შიდა გაყვანილობისთვის გამოიყენება და არა გაზმომარაგებისთვის”, – განაცხადა გიორგი ჭაღიაშვილმა, TV პირველის ეთერში.

Facebook Comments
%d bloggers like this: