რუსული მედია: აფხაზეთში რუს ბიზნესმენებზე ნადირობაა გამოცხადებული

Nusagi

„აფხაზეთში რუს ბიზნესმენებზე ნადირობაა გამოცხადებული” – სტატიას ამ სათაურით „მოსკოვსკი კომსომოლეცი” აქვეყნებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ორ მოქალაქეს დაესხნენ თავს.

14 იანვარს უცნობმა პირებმა ბიზნესმენი მიხეილ მასლოვი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მოსკოველი ბიზნესმენ მიხაილ ევალენკოს კი 15 იანვარს მანქანაში ნაპოვნი პაკეტი აუფეთქდა. აფეთქების შედეგად მან ორივე თვალი დაკარგა. ამჟამად ბიზნესმენი სოჭის კლინიკაში იმყოფება.

სტატიაში არაერთი მაგალითია მოყვანილი იმისა, თუ როგორ ხდებიან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი ბიზნესმენები თავდასხმებისა და რეკეტის მსხვერპლი.

Facebook Comments
%d bloggers like this: